საქართველოში კორონავირუსით კიდევ 4 ადამიანი გარდაიცვალა

პუბლიკა

დღეს, 15 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი რაოდენობა – 919 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა კიდევ 4 ადამიანი. ინფორმაცია ამის შესახებ Stopcov.ge-ზე განახლდა.

განახლებული მონაცემები ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 14440;
  • აქედან გამოჯანმრთელდა – 7367;
  • გარდაიცვალა – 113;
  • კარანტინის რეჟიმში – 5792;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836;
  • კოვიდსასტუმროში მყოფი პირები – 1042
  • უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე – 41.