19 ოქტომბრიდან აჭარაში საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ამოქმედდება - გახარია

პუბლიკა

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 19 ოქტომბრიდან აჭარაში საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ამოქმედდება. ამ გადაწყვეტილების მიზეზი, გიორგი გახარიას განმარტებით, ეპიდვითარების მეტნაკლები სტაბილიზაცია გახდა.

„გარდა ამისა, აჭარაში სასწავლო პროცესზე შეზღუდვები დარჩება, ისევე, როგორც რესტორნებისა და გასართობი დაწესებულებების შეზღუდვები გაგრძელდება“, – განაცხადა პრემიერმა.