ენტონი ფაუჩის 5 მთავარი გზავნილი - გამყრელიძემ საზოგადოებას რეკომენდაციები გააცნო

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ამერიკის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ნაციონალური ინსტიტუტის დირექტორის, ენტონი ფაუჩის 5 მთავარი გზავნილი წაიკითხა, რომელიც პანდემიის პირობებში საზოგადოებამ უნდა გაითვალისწინოს:

1. უნივერსალური ტარება პირბადეების – რასაც ხშირად ვამბობთ. დახურულ შენობებში მანდატორულად, ღია შენობებშიც სასურველია, როცა ინფექცია უკვე ფართოდ ვრცელდება, განსაკუთრებით როცა დისტანციას ვერ ვიცავთ.

2. მაქსიმალურად, ფიზიკური დისტანციის დაცვა ერთმანეთთან ყოფნის დროს – 1მ, 1.5 მ, უკეთესია 2 მეტრი.

3. თავის არიდება თავშეყრებისგან, – დიდი და ყველანაირი თავშეყრებისგან რიტუალური ღონისძიებებისგან.

4. პატარა და მცირე თავშეყრა (რაც დაშვებულია) უპირატესად კარ-გარეთ (ღია სივრცეში) და არა დახურულ შენობაში.

5. ხშირად ხელების დაბანა. 

„ხშირად, როდესაც მე ერთსადაიმავეს ვიმეორებ პრევენციულ ღონისძიებებზე, რომ ეს არ არის ამირან გამყრელიძის ნოუ-ჰაუ, იმას რასაც ხშირად ვამბობ, დღეს მოვიტანე თქვენთვის ენტონი ფაუჩის [გზავნილი]. ენტონი ფაუჩი გახლავთ ძალიან დამსახურებული ადამიანი. მე მქონდა ამის საშუალება, რომ რამოდენიმეჯერ მქონოდა მასთან პირადი კონტაქტი. ის გახლავთ ამერიკის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ნაციონალური ინსტიტუტის დირექტორი“, – აღნიშნა გამყრელიძემ.