ქვეყანაში ყველა შემომსვლელმა უნდა წარმოადგინოს PCR-ტესტი, საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ ალტერნატივაც - თურნავა

პუბლიკა

ქვეყანაში ყველა შემომსვლელს ექნება ვალდებულება, რომ წარმოადგინოს PCR-ტესტი, საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ ალტერნატივა, სავალდებულო კარანტინის სახით, – აცხადებს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ბევრი მოქალაქე ისარგებლებს ამ უფლებით, რომ წარმოადგინოს PCR-ტესტის შედეგი, წავიდეს თვითიზოლაციაში ნაცვლად სავალდებულო კარანტინისა“, – ამბობს თურნავა.


როგორც დღეს პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, ოქტომბრის ბოლოდან უკვე არსებულ რეისებს ფრენები დაემატება, ეს გახლავთ საფრანგეთის, პარიზისა და მიუნხენის მიმართულებით.

პრემიერის თქმით, შემდგომ უკვე, ნოემბერში ეტაპობრივად, მაგრამ ფრთხილად პირდაპირი რეისები გაიხსნება ასევე ქუთაისიდან ევროპის მიმართულებით.