მოთხრობა „იგის” მიხედვით შექმნილი ანიმაციის პროექტი აღმოსავლეთ ევროპის ფორუმის გამარჯვებული გახდა

პუბლიკა

ჯემალ ქარჩხაძის „იგის” მიხედვით შექმნილი ანიმაციური ფილმის პროექტი აღმოსავლეთ ევროპის ფორუმის გამარჯვებული გახდა.

ჟიურიმ გამარჯვებულები 4 კატეგორიაში გამოავლინა, რისთვისაც საუკეთესოები 28 ანიმაციურ პროექტს შორის აარჩიეს.

ქართული ანიმაციური ფილმის პროექტი „იგი“ რეჟისორ ნათია ნიკოლაშვილს ეკუთვნის. პროდიუსერი კომპანია „20 Steps Productions“ და ვლადიმერ კაჭარავაა.

შესწორება: თავდაპირველად მასალაში აღნიშნული იყო, რომ ფილმმა გაიმარჯვა. ანიმაციური ფილმი ჯერ გადაღებული არაა. აღმოსავლეთ ევროპის ფორუმზე ანიმაციური ფილმის პროექტმა გაიმარჯვა.