ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 11 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემები StopCov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა. ახალი მონაცემებით, დაინფიცირდა კიდევ 887 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 887 პაციენტი.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, გარდაცვლი კოვიდპაციენტებიდან 5 პაციენტი თბილისში, 3 – ბათუმში, 2 – იმერეთში და 1 – გორში გარდაიცვალა.
განახლებული მონაცემები ასე გამოიყურება:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 15327;
- აქდან გამოჯანმრთელდა – 7613;
- გარდაიცვალა – 124;
- კარანტინის რეჟიმში – 5721;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836;
- კოვიდ სასტუმროში მყოფი პირი – 1090;
- *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე – 41.