„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარობის კანდიდატის ლევან ვარშალომიძის მამა გურამ ვარშალომიძე კორონავირუსით გარდაიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას” აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს.
მათი განცხადებით, გურამ ვარშალომიძე დღეს, 16 ოქტომბერს დღის განმავლობაში გარდაიცვალა და მისი შემთხევევა არ შედის დღეს დილით გავრცელებულ მონაცემებში 11 პაციენტის გარდაცვალებაზე;