ინფიცირებული 15 წლის მოზარდის მდგომარეობა კრიტიკულია - ლალი ტურძელაძე

პუბლიკა

15 წლის მოზარდის მდგომარეობა, რომელიც კორონავირუსითაა ინფიცირებული, მძიმეა. ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო დირექტორმა ლალი ტურძელაძემ „ფორმლულასთან“ განაცხადა. მისი თქმით, მოზარდი მართვით სუნთქვაზეა.

„მართვის სუნთქვაზეა, მძიმეა, კრიტიკული. მეტს ვერაფერს გეტყვით, რადგან არასრულწლოვანია“ – თქვა მან.

დილით, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების დირექტორმა, მარინა ენდალაძემ, მედიას უთხრა, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულ 70-ზე მეტი ადამინის მდგომარეობა კრიტიკულია.

დღეს, 17 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დღევანდელი მონაცემებით, გამოჯანმრთელდა 214 ადამიანი. გარდაიცვალა კიდევ 4  პაციენტი.