თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში გამოვლენილი 1186 ინფიცირებული რეგიონებზე შემდეგნაირად ნაწილდება:
- თბილისი – 469;
- აჭარა – 360;
- იმერეთი – 99;
- გურია – 25;
- სამეგრელო-ზემო სვანეთი – 73;
- ქვემო ქართლი – 78;
- შიდა ქართლი – 15;
- სამცხე-ჯავახეთი – 7;
- მცხეთა-მთიანეთი – 14;
- კახეთი – 49.
მარინა ენდელაძის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 7 პაციენტი. ენდელაძის განცხადებით, მათ შესახებ დამატებით ინფორმაციას არ ფლობს.
რაც შეეხება კრიტიკულად მძიმე პაციენტებს, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, ასზე ნაკლებია, მათ შორის არიან ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოყვანილი პაციენტებიც.
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტები, მარინა ენდელაძის თქმით, მძიმე და საშუალოზე მძიმე არიან. კლინიკაში მოთავსებულია ერთი თვის ბავშვიც, რომლის მდგომარეობა, ექიმის ინფორმაციით, სტაბილურია.