ნინო წილოსანს კორონავირუსი დაუდასტურდა

პუბლიკა

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატ ნინო წილოსანს კორონავირუსი დაუდასტურდა, – ამის შესახებ ის facebook-ზე წერს.

„Covid-დადებითთა სიას მეც შევუერთდი, პასუხი დღეს მოვიდა…

ახლა ყველაზე მეტად ჩემს ირგვლივ მყოფები მადარდებს და მეფიქრება, ეს ის პასუხისმგებლობაა, რომელიც ყველას უნდა გვახსოვდეს.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა რეკომენდაციის დაცვით ვცდილობდი, ფრთხილად ვყოფილიყავი, ფაქტია, რომ ძალიან ვერაგი ვირუსია…

კიდევ ერთხელ გთხოვთ, გამოვიჩინოთ განსაკუთრებული ყურადღება, გავუფრთხილდეთ ჩვენს მშობლებს და ირგვლივ მყოფ ადამიანებს”, – წერს წილოსანი.