რატომ არ გადავიდა თვითიზოლაციაში? | გახარიას განმარტება

პუბლიკა

პრემირ-მინისტრი გიორგი გახარია, რომელიც 2 დღის წინ გურიაში საარჩევნო კამპანიის გამო იმყოფებოდა და კორონავირუსით ინფიცირებულ დეპუტატთან, ნინო წილოსანთან ჰქონდა კონტაქტი, აცხადებს, რომ კამპანიის დროს მასაც და „ოცნების“ სხვა წევრებსაც პირბადე ეკეთათ, თბილისში დაბრუნებისას კი ტესტი გაიკეთა და პასუხი უარყოფითი მოვიდა.

„საარჩევნო კამპანიის დროს, როდესაც ჩვენ გვქონდა ერთობლივი მონაწილეობის შესაძლებლობა ამ კამპანიაში, ყველას – ჩვენ, მეც მათ შორის, ჩვენი გუნდის ყველა წარმომადგენელს ეკეთა პირბადე, მათ შორის, ქალბატონ წილოსანსაც. შესაბამისად, ლოგიკურია, ვთქვათ, რომ ჩვენი დაცულობის ხარისხი იყო ძალზედ მაღალი, უმაღლესი.

იმ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, რომელიც მაქვს ჩემს თანამშრომლებთან, რომელთანაც გუშინაც მქონდა შეხვედრა და დღესაც, მაინც წავედი და ეს ტესტი გავიკეთე. ეს ტესტი არის უარყოფითი. ახლა, თქვენ რა გინდათ, როდესაც მე პირბადე მიკეთია ყოველთვის, ტესტიც დამატებით გავიკეთე, თვითიზოლაციაში გადავიდე და რა ვქნა?! აქ ჩემს მაგივრად ვინ იმუშავებს? იქნებ, იდეა შემომთავაზოთ რაიმე ამასთან დაკავშირებით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.