დღეს საქართველოში კორონავირუსით 15 პაციენტი გარდაიცვალა

პუბლიკა

დღეს, 20 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსით 15 პაციენტი გარდაიცვალა. მონაცემები StopCov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა. განახლებული მონაცემებით გამოჯანმრთელდა კიდევ 328 პაციენტი, ხოლო დაინფიცირდა კიდევ 1194 ადამიანი.

განახლებული მონაცემები ასე გამოიყურება:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 19857;
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 8666;
  • მათ შორის გარდაცვლილი – 158;
  • კარანტინის რეჟიმში – 6407;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 2862;
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 1420;
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41.