თბილისი – 425; იმერეთი – 372 | როგორ ნაწილდება კორონავირუსის ახალი შემთხვევები რეგიონებში

პუბლიკა

20 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 1194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. StopCov.ge-ს განახლებული მონაცემებით, გარდაიცვალა 15 პაციენტი და გამოჯანმრთელდა 328 ადამიანი.

გარდაცვლილთაგან თბილისში არის 7, ბათუმში – 4, ქუთაისში – 2, გორში – 1, მცხეთაში – 7.

კორონავირუსის ახალი შემთხვევები რეგიონებში შემდეგნაირად ნაწილდება:

  • თბილისი – 425;
  • აჭარა – 193;
  • იმერეთი – 372;
  • გურია – 21;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 27;
  • ქვემო ქართლი – 53;
  • შიდა ქართლი – 64;
  • მცხეთა მთიანეთი – 18;
  • კახეთი – 3;
  • რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი – 9;
  • სამცხე-ჯავახეთი – 9.

19 ოქტომბრის 00:00 საათის მონაცემით, 10 182 აქტიური შემთხვევაა ქვეყანაში. მათ შორის, 2 817 პირი მკურნალობს საავადმყოფოში, მათგან  1 383 პირი – თბილისის კლინიკებში, აჭარაში კი – 588.

ქვეყანაში 341 მძიმე პაციენტია, მათგან 172 პირი არის თბილისში, აჭარაში – 69. 75 პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა (49 – თბილისში, აჭარა – 10).

1672 პირი მოთავსებულია კოვიდსასტუმროებში. 1 079 არის აჭარაში, 449 – თბილისში. 5 670 პაციენტი მკურნალობს ბინაზე.

4 726 ადამიანი მოთავსებულია საკარანტინო სივრცეში. მათგან თბილისშია 1 005, აჭარაში – 2 337.

6-19 ოქტომბრის პერიოდში საზღვრიდან გადაყვანილია 6 356 პირი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 21 962 პირი. მათგან თბილისში – 3 798, აჭარაში – 8 821, იმერეთში – 3 369.