მცხეთაში დავაკავეთ 1 პირი, დაკავებული ხუნდაძის მხარდამჭერია – შსს

პუბლიკა

შს სამინისტროს ინფორმაციით, მცხეთის მერიასთან აქციაზე ერთი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული პირი მაჟოროტარ დიმიტრი ხუნდაძის მხარდამჭერია.

როგორც „პუბლიკას“ შსს-ში განუცხადეს, აღნიშნული პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით არის დაკავებული.

დღეს მცხეთის მერიასთან ოპოზიციის წარმომადგენლებმა, აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებს „ქართული ოცნებისა“ და დიმიტრი ხუნდაძის მხარდამჭერები რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ.