დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში სამედიცინო პერსონალის ინფიცირებია მაჩვენებელი გაზრდილია.
„სექტემბრის პირველ კვირამდე ინფიცირებული გვყავდა დაახლოებით 140-მდე სამედიცინო პერსონალი. მათი რაოდენობა მერყეობდა სხვადასხვა დროს, საერთო ინფიცირებულთა 9 და 12-13%-ს შორის. დღეისთვის 1678 სამედიცინო პერსონალია ინფიცირებული, რაც საერთო ინფიცირებულთა 5.2 %-ს შეადგენს. აბსოლუტურ რიცხვშია გაზრდილი ჩემი კოლეგების დაინფიცირების მონაცემები, მაგრამ შეფარდებითი მაჩვენებელი შემცირებულია“, – ამბობს გამყრელიძე.
ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ექიმები ინფიცირდებიან არა მარტო სამუშაო, არამედ, ოჯახურ პირობებშიც.
„სამედიცინო პერსონალი ყველაზე მოწყვლადი ფენა ვართ მოსახლეობის და ამიტომაც, ინფიცირების მაჩვენებელი მზარდია სამედიცინო პერსონალში. ეს არ არის მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი. ყველგან ასეა“, – ღნიშნა გამყრელიძემ.
დღეს, 27 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 1824 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 23 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა – 1262.