საქართველოში კორონავირუსის 1 943 ახალი შემთხვევა გამოვლინდა | განაწილება რეგიონებში

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსის 1 943 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.

1 943 შემთხვევიდან, თბილისისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გადანაწილდა ასე:

  • თბილისში გამოვლენილია 650 შემთხვევა,
  • აჭარაში – 506,
  • იმერეთში – 324,
  • ქვემო ქართლში – 46,
  • შიდა ქართლში- 100,
  • გურიაში – 47,
  • სამეგრელო-ზემო სვანეთში – 200,
  • კახეთში – 23,
  • მცხეთა-მთიანეთში – 39,
  • სამცხე-ჯავახეთში – 4,
  • რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 4.

გამოჯანმრთელდა კიდევ 1 833 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 28 633.

24 საათში​ კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 20 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 362-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2 977 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 4 293 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 2 236-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

გუშინ საქართველოში კორონავირუსის 1 872 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 603 პაციენტი.