გასულ დღე-ღამეში საქართველოში 19 კოვიდპაციენტი გარდაიცვალა. StopCov.ge-ს განახლებული მონაცემებით, გამოვლინდა კორონავირუსის 2295 ახალი შემთხვევა და გამოჯანმრთელდა 2537 ადამიანი.
განახლებული მონაცემები ასეთია:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 46817;
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 31170;
- მათ შორის გარდაცვლილი – 381;
- კარანტინის რეჟიმში – 3004;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4355;
- კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 2428;
- *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41.