საქართველოში კორონავირუსის 2 775 ახალი შემთხვევა დადასტურდა | განაწილება რეგიონების მიხედვით

პუბლიკა

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 2 775 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 3 560  პირი, გარდაიცვალა 22 ადამიანი.

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 51 993;
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 37 019;
  • მათ შორის გარდაცვლილი – 423;
  • კარანტინის რეჟიმში – 3 094;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4 618;
  • კოვიდსასტუმროში მყოფი პირები – 2 438.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

გარდაცვლილები:

„ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 22 ადამიანი, მათ შორის თბილისში –  8,  აჭარაში – 6, იმერეთში – 7,  ხოლო ქვემო ქართლში – 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 423 გარდაცვალების შემთხვევა.

დღეს გამოვლენილი 2 775 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით:

  • თბილისში გამოვლენილია 1 044 შემთხვევა;
  • აჭარაში – 503;
  • იმერეთში – 526;
  • ქვემო ქართლში – 207;
  • შიდა ქართლში – 177;
  • გურიაში – 89;
  • სამეგრელო – ზემო სვანეთში – 117;
  • კახეთში – 36;
  • მცხეთა-მთიანეთში – 43;
  • სამცხე-ჯავახეთში – 25;
  • რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 8.

ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 14 525.

4 618 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,  თბილისის საავადმყოფოებში – 2 279, აჭარაში – 734. მძიმე პაციენტი გვყავს 619, მათ შორის, თბილისში – 336, აჭარაში – 83. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 268 პირი – მათ შორის, თბილისში – 124, აჭარაში – 79. 2 438 ადამიანი  არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 174 – აჭარაში, ხოლო 841 – თბილისში. 7 469 პირი მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეში გვყავს 3 094 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 689, აჭარაში-1 353. სულ  6 ოქტომბრიდან – 5 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია – 12 445 პირი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 31 370 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 3 146 პირი, აჭარაში – 13 764, იმერეთში – 4 155“, – განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.