„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის“ ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო 24 საათში სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების 183 შემთხვევა გამოვლინდა.
„ეს ცუდია იმ თვალსაზრისით, რომ, მოგეხსენებათ, სამედიცინო პერსონალი, რომელიც დღეს ფორნტის წინა ხაზზეა, კრიტიკული ადამიანური რესურსია იმისთვის, რომ კოვიდიან ავადმყოფებს მოუარონ და გარკვეული პერიოდით ჩამოცილებული არიან ისინი თავიანთ ძირითად სამუშაოს. ამიტომ იყო მოწოდება მთლიანად ქვეყანაში არსებული სამედიცინო პერსონალის მობილიზაციასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ჩვენს კოლეგებს, დღეს ვინც დასაქმებული არაა ან პენსიაზეა, შეიძლება მოეძებნოთ [სამუშაო]. გასაგებია, რომ ასაკიან ექიმებს ვერ გამოვიყენებთ ეანიმაციაში, მაგრამ ისინი კოვიდცენტრებში, პირველადი ჯანდაცვის ცენტრებში, კოვიდასტუმროებში [შეძლებენ მუშაობას], იგივე სტომატოლოგები, შესაბამისი სამედიცინო განათლებით, ნასწავლი აქვთ საგნები სამედიცინო ინსტიტუტში და მათ კარგად იციან ადამიანთა ჯანმრთელობაზე, შეგვიძლია, ამ დროს იყვნენ გამოყენებული, სტუდენტები V-VI კურსის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.