„ყოველი 125 ავად გამხდარიდან ერთი დაიღუპება”, – ამბობს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე.
ის ამბობს, რომ “რეალობა ასეთია – რამდენი 125-ით მეტიც იქნება იმდენით მეტი დაიღუპება”.
იმნაძე მოსახლეობას სთხოვს ყველგან ატარონ ნიღბები და დაიცვან დისტანცია თუ არ გვინდა, რომ სიტუაცია მასშტაბურ კატასტროფაში გადაიზარდოს.
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 2 775 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 3 560 პირი, გარდაიცვალა 22 ადამიანი.
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 51 993;
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 37 019;
- მათ შორის გარდაცვლილი – 423;
- კარანტინის რეჟიმში – 3 094;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4 618;
- კოვიდსასტუმროში მყოფი პირები – 2 438.
ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 22 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 8, აჭარაში – 6, იმერეთში – 7, ხოლო ქვემო ქართლში – 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 423 გარდაცვალების შემთხვევა.