კორონავირუსის ახალი შემთხვევები | განაწილება რეგიონების მიხედვით

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსის 2 859 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 18 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 2 754;

კორონავირუსის ახალი შემთხვევების განაწილება რეგიონების მიხედვით ასეთია:

  • თბილისში 1 197;
  • აჭარაში – 620;
  • იმერეთში – 438;
  • ქვემო ქართლი – 109;
  • შიდა ქართლი – 62;
  • გურია – 63;
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 138;
  • კახეთი – 94;
  • მცხეთა-მთიანეთი – 38;
  • სამცხე-ჯავახეთი – 72;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 28.

გარდაცვლილები:

ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 18 ადამიანი. მათ შორის:

  • თბილისში – 7 ადამიანი;
  • აჭარაში – 4;
  • იმერეთში – 4;
  • ქვემო ქართლში – 2;
  • ხოლო მცხეთა-მთიანეთში – 1.

2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 441 გარდაცვალების შემთხვევა.

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის ალექსანდრე ხოჯევანიშვილის თქმით, ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 14 612.

„4 670 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,თბილისის საავადმყოფოებში – 2 282, აჭარაში – 740. მძიმე პაციენტი გვყავს 585, მათ შორის, თბილისში – 278, აჭარაში – 102. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 345 პირი – მათ შორის, თბილისში – 201, აჭარაში – 98. 2 599 ადამიანი  არის კოვიდსასტუმროში, მათ შორის, 1 299 – აჭარაში, ხოლო 849 – თბილისში. 7 343 პირი მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინო სივრცეში გვყავს 3 015 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 651, აჭარაში-1 346.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 34 439 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 3 502 პირი, აჭარაში – 15 693, იმერეთში – 4 301“, – განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.