თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციამ მხარდამჭერებთან ერთად საპროტესტო აქცია გამართა. რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები 15:00 საათიდან შეიკრიბნენ და ხელისუფლებას სამი მოთხოვნა წაუყენეს:
„ვითხოვთ ხელახალ და თავისუფალ არჩევნებს.
უნდა გადადგეს თამარ ჟვანია და კომისიები უნდა დაკომპლექტდეს სამართლიანი წესით.
ყველა პოლიტპატიმარი უნდა იყოს გამოშვებული“, – მოითხოვდა ოპოზიცია.
მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ოპოზიციის არც ერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, 20:00 საათის შემდეგ აქციის მონაწილეები ცესკო-კენ გაემართნენ. ისინი ამბობენ, რომ ცესკოს შენობასთან დარჩებიან მანამდე, სანამ ხელახალი არჩევნები არ დაინიშნება.
ოპოზიცია ამტკიცებს, რომ მმართველმა გუნდმა საპარლამენტო არჩევნების შედეგები გააყალბა. 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა უარი თქვეს საპარლამენტო მანდატებზე და ერთობლივ დოკუმენტსაც მოაწერეს ხელი.