ბათუმში კორონავირუსით 32 წლის ქალი გარდაიცვალა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტმა კლინიკას 4 ნოემბერს მიმართა, გარდაიცვალა 12 ნოემბერს. უწყების თქმით, მას თანმხლები დაავადებები ჰქონდა.
„დიაგნოზი/ანამნეზი: COVID-19, პნევმონია, მარჯვენამხრივი სპონტანური პნევნოთორაქსი, თავის ტვინის დაზიანება დაუზუსტებელი. სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მწვავე რესპირაციული დისტრეს სინდრომი, თირკმლის მწვავე უკმარისობა, კომა, ღვიძლის უკმარისობა, ანემია. არტერიული ჰიპერტენზია
პაციენტს მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისას იყო მძიმე, აღენიშნებოდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა და ფილტვის მწვავე პნევმონია”, – აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.
დღეს, 13 ნოემბერს საქართველოში კორონავირუსის 3 473 ახალი შემთხვევა დადასტურდა; StopCov.ge-ს განახლებული მონაცემებით, გარდაიცვალა 37 პაციენტი და გამოჯანმრთელდა 3342 ადამიანი.