მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით ქვეყანა პოზიტიურ დინამიკას ინარჩუნებს. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 387 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 62 061-მდე.
ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 34 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 18, აჭარაში – 8, იმერეთში – 6, ქვემო ქართლში – 1, ხოლო კახეთში – 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ 703 გარდაცვალების შემთხვევაა.
დღეს გამოვლენილი 3 020 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით:
- თბილისში გამოვლენილია 1 354 შემთხვევა
- აჭარა – 410
- იმერეთი – 398
- ქვემო ქართლი – 198
- შიდა ქართლი – 153
- გურია – 60
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 248
- კახეთი – 126
- მცხეთა-მთიანეთი – 41
- სამცხე-ჯავახეთი – 26
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6.
ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 16 888. 5 592 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 629, აჭარაში – 926, იმერეთში – 1 130. მძიმე პაციენტი გვყავს 735, მათ შორის, თბილისში – 368, აჭარაში – 118, იმერეთში – 162. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 334 პირი, მათ შორის, თბილისში – 156, აჭარაში – 98, იმერეთში – 31. 3 280 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 551 – აჭარაში, 1 239 – თბილისში, ხოლო 264 – იმერეთში. 8 016 ადამიანი მკურნალობს ბინაზე.
დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 47 548 პირი, საიდანაც თბილისში არის 10 315 პირი, აჭარაში – 17 972, იმერეთში – 4 964.