თბილისი - 1 202, აჭარა - 469, იმერეთი - 302 | კორონავირუსის განაწილება რეგიონებში

პუბლიკა

„დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 3 117 ახალი დადასტურებული შემთხვევა,” – განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 85 952-ს. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 3 638 პირი. სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 68 929-მდე.

ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 45 ადამიანი. მათ შორის, თბილისში – 18, აჭარაში – 9, იმერეთში – 9, შიდა ქართლში – 2, ქვემო ქართლში – 5, კახეთში – 1, ხოლო სამცხე-ჯავახეთში – 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ  778 გარდაცვალების შემთხვევაა.

დღეს გამოვლენილი 3 117 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებელი ასეთია:

  • თბილისში გამოვლენილია 1 202 შემთხვევა
  • აჭარაში – 469
  • იმერეთში – 302
  • ქვემო ქართლში – 259
  • შიდა ქართლში – 173
  • გურიაში – 61
  • სამეგრელო – ზემო სვანეთში – 355
  • კახეთში – 117
  • მცხეთა-მთიანეთში – 86
  • სამცხე-ჯავახეთში – 65
  • რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 28.

ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 16 219.

5 662 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 630, აჭარაში – 911, იმერეთში – 1 142. მძიმე პაციენტი გვყავს 740, მათ შორის, თბილისში – 378, აჭარაში – 137, იმერეთში – 115. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 332 პირი, მათ შორის, თბილისში – 132, აჭარაში – 117, იმერეთში – 24. 3 351 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 607 – აჭარაში, 1 239 – თბილისში, ხოლო 222 – იმერეთში. 7 206 პირი მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეში 2 797 ადამიანია, მათ შორის, თბილისში – 424, აჭარაში -1 610, ხოლო იმერეთში – 32.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 52 103 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 14 881 პირი, აჭარაში – 16 724, იმერეთში – 5 387.