რუსთავში მეშვიდე სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვი კლინიკაში გარდაიცვალა

პუბლიკა

რუსთავში საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულიდან გადმოვარდნილი წლისა და 9 თვის ბავშვი კლინიკაში გარდაიცვალა. ექიმების განცხადებით, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო. მას ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

რუსთავში, მე-19 მიკრორაიონში უბედური შემთხვევა დილით მოხდა. ბავშვი მეშვიდე სართულის აივნიდან გადავარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლი გულისხმობს გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას.