Quiz | როგორ იცნობ XIX-XX საუკუნის თბილისის არიქიტექტურას
დღეს რა დატვირთვით ფუნქციონირებს ეს შენობა?
1830-იან წლებში შვეიცარიელი არქიტექტორის, ჯუზეპე ბერნარდაჩის პროექტის მიხედვით აიგო ქართველი მეცენატის, მდიდარი ვაჭარის, იაკობ ზუბალაშვილის სახლი, რომელშიც 1840-იან წლებში სასულიერო სემინარია განთავსდა. დღეს ამ შენობაში საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმია განთავსებული.
რა დანიშნულება ჰქონდა თავდაპირველად მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს?
კავკასიის მთავარმმართებლის (მეფისნაცვლის) ყოფილი სასახლე. 1820-იანი წლების დასაწყისში მას არქიტექტორ ი. სემიონოვის პროექტით კლასიცისტური ფასადი გაუკეთდა. 1860-იან წლების რეკონსტრუქციის შემდეგ, არქიტექტორ ო. სიმონსონის პროექტის მიხედვით, კლასიცისტური ფასადი რენესანსულით შეიცვალა. 1917-1921 წლებში სასახლეში (მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ და მთავრობამ დაიდო ბინა. 1921 წლიდან ამ შენობაში მოთავსდა საქართველოს სსრ ცაკი და ეწოდა საბჭოთა საქართველოს მთავრობის სასახლე. ამჟამად, შენობაში განთავსებულია საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე.
რა პერიოდში შენდება თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი?
1880-1896 წლებში რუსთაველის გამზირზე აიგო სახაზინო თეატრი ვ. შრეტერის პროექტით (დღევანდელი თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის შენობა). შენობის სახეს ისლამური /მავრიტანული სტილის დამახასიათებელი ელემენტები ქმნის. მანამდე, თბილისში პირველი ოპერის თეატრი დღევანდელ თავისუფლების მოედანზე იყო, რომელიც იტალიელი არქიტექტორის ჯოვანი სკუდიერის ხელმძღვანელობით აშენდა. თეატრმა ცოტა ხანი იარსება და ის 1871 წელს დაიწვა.
თქვენი აზრით, რომელ არქიტექტურულ სტილს მიეკუთვნება ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორია?
გრიბოედოვის ქუჩაზე მდებარე კონსერვატორიის შენობა 1901-1904 წლებში აშენდა. ნაგებობა ეკლექტური სტილისაა: ფასადის გაფორმებაში რენესანსულ-ბაროკული არქიტექტურის ელემენტებია გამოყენებული, ინტერიერის მორთულობა მოდერნის ნიშნებს შეიცავს. ნაგებობის თავდაპირველი სახე და გეგმარება შეცვლილია. შეიცვალა, როგორც მთავარი ფასადი, ასევე უკანა მხარე და ინტერიერი.
რა ფუნქციით გამოიყენებოდა ფოტოზე გამოსახული შენობა ?
კინოსტუდია „ქართული ფილმის“ პავილიონი აღმაშენებლის #164-ში დგას. ის 1927-1930 წლებშია აშენებული. მისი არქიტექტორი მიხეილ ბუზოღლია. შენობა წარმოადგენს კონსტრუქტივიზმის სტილს, რომელიც მეოცე საუკუნის 30-იან წლებში, საბჭოთა კავშირში, აიკრძალა.
რომელი შენობაა ფოტოზე გამოსახული?
ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი 1913-1929 წლებში აშენდა. ფასადის არქიტექტურა ნ. სევეროვს ეკუთვნის. მუზეუმს 1947 წელს აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას სახელი ეწოდა.
რა იყო თავდაპირველად განთავსებული რუსთაველის N42-ში მდებარე შენობაში?
გაზეთ „ზარია ვოსტოკას“ რედაქციის შენობა. ის კონსტრუქტივიზმის სტილის ერთ-ერთი სახასიათო ნიმუშია. შენობა აგებულია 1929 წელს დ. ჩისლიევის პროექტით. შენობას აქვს მაღალი არქიტექტურულ-მხატვრული ღირებულება. ამჟამად შენობაში სავაჭრო ცენტრია განთავსებული.
რა პერიოდით თარიღდება ფოტოზე მოცემული შენობა?
,,საქართველოს ბანკის” სათავო ოფისის შენობა აგებულია 1975 წელს გიორგი ჩახავასა და ზურაბ ჯალაღანიას პროექტის მიხედვით. შენობა საბჭოთა კონსტრუქტივიზმისა და იაპონური მეტაბოლიზმის არაჩვეულებრივ ნიმუშს წარმოადგენს. 1975-2006 წლებში განთავსებული იყო საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტრო. 1981 წელს ნიუ-იორკის ხელოვნების მუზეუმმა გამოსცა ნაშრომი და მასში მსოფლიოს სხვადასხვა არქიტექტურული შედევრების გვერდით საქართველოს საავტომობილო გზების სამინისტროს შენობაც არის შეტანილი. აღსანიშნავია, რომ ეს იყო ერთადერთი შენობა საბჭოთა კავშირიდან, რომელიც ამ გამოცემაში მოხვდა.
რისი შენობა მდებარეობს ვერის ბაღში, რომელსაც 2019 წელს მიენიჭა ძეგლის სტატუსი?
თბილისის ჭადრაკის სასახლე და ალპური კლუბი 1973 წელს გაიხსნა. ის გვიანი საბჭოთა მოდერნიზმის სტილისაა. არქიტექტორები - ვლადიმერ-ალექსი მესხიშვილი და გერმანე ღუდუშაური. შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2019 წელს მიენიჭა.
რა გახსენდაბათ ამ შენობასთან დაკავშირებით?
„იმელის“ შენობა, იგივე მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტი აშენდა1938 წელს, მშენებლობას ნიკოლოზ სევეროვი უძღვებოდა. ის სოციალისტური კლასიციზმის სტილში აგებული შენობაა. შენობაში თავდაპირველად მარქს-ენგელს-ლენინის ინსტიტუტის თბილისის ფილიალი იყო განთავსებული. 1992-1995 წლებში საქართველოს პარლამენტი. 2007 წლიდან ის კერძო საკუთრებაში გადავიდა, ამ პერიოდში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მოეხსნეს. ძეგლს იერსახე მნიშვნელივნად შეეცვალა, რასაც საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. ამჟამად მასში სასტუმროა განთავსებული.