არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. საუბარია შიდა ქართლის ერთ-ერთ სკოლაში მომხდარ შემთხვევაზე.
შსს-ში „პუბლიკას” უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.
გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებაში პედაგოგს ადანაშაულებენ.