დღეს ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტის ინიციტივით საქართველოსა და კავკასიის შემსწავლელი მეცნიერებების საკოორდინაციო ცენტრის დაფუძნებასთან დაკავშირებით სამეცნიერო საზოგადოების შეკრება გაიმართა.
პრეზიდენტმა მეცნიერებსა და მკვლევარებს სიტყვით მიმართა. მან საკოორდინაციო ცენტრის შექმნის საჭიროებაზე, ქართველოლოგიისა და კავკასიოლოგიის მეცნიერებების მნიშვნელობაზე ისაუბროს.
„ქართული სამეცნიერო საზოგადოება საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას მივმართავთ თხოვნით, გლობალიზაციის ხანაში კავკასიური ენებისა და კულტურების გადასარჩენად; კავკასიისა და საქართველოს შესახებ მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებისთვის კომპეტენტური ინფორმაციის მისაწოდებლად; საქართველოს კულტურული მრავალფეროვნების შესანარჩუნებლად დააფუძნოს „საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების საკოორდინაციო ცენტრი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ დღეს საზღვარგარეთ საქართველოს შესახებ სამეცნიერო საქმიანობას ეწევიან ადამიანები, რომელთაც ამის ლეგიტიმაცია არ აქვთ.
„ყველა თავის თავს ნებას აძლევს, რომ საქართველოს შესახებ რაღაცა წეროს ისე, რომ არავინ არ მისცა ის ლეგიტიმაცია, რომ დაწეროს საქართველოს შესახებ. ეს არ არსებობს არც ერთი სხვა ქვეყნის მიმართ, ვერავინ წარმოიდგენს, რომ ვინმე გახდეს დღევანდელ დღეს ესპანეთის და ესპანური კულტურის სპეციალისტი ისე, რომ თავის მოღვაწეობის რაღაც პერიოდი არ გაატაროს ესპანეთში და იქ რომელიმე უნივერსიტეტში არ მიიღოს ის ლეგიტიმაცია, რომელიც აუცილებელია, თუ მეცნიერი ხარ და არა უბრალოდ ზედაპირულად წერ რაღაც საკითხებზე”, – განაცხადა პრეზიდენტმა.