ზურაბიშვილი სოც. ქსელებზე: ერთად თუ მოვახდენთ ჩარევას, რაც აუცილებელია

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ რამე ფორმები უნდა იყოს შემუშავებული სოციალური ქსელების და ინტერნეტის გასაკონტროლებლად.

„ჩვენ უფრო კარგად უნდა ვმართოთ ის რაც არის დღევანდელი რეალობა, ანუ სოციალური ქსელები, ინტერნეტი, რადგან იქ იბეჭდება ჩვენს შესახებ ყველაფერი და არაფერი. ეს ხდება ჩვენს გარეშე და ამაზე ერთად თუ მოვახდენთ იმ გავლენას და ჩარევას რაც აუცილებელია, ამაზე უნდა მოფიქრებული იყოს ფორმები, “- ამბობს პრეზიდენტი.  {სტილი დაცულია}