კვლევა დაიწყო ერთზე და ორი არის კიდევ საეჭვო - გამყრელიძე კორონავირუსის ახალ შტამზე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის ახალ შტამზე საქართველოში ერთ შემთხვევაზე მიმდინარეობს კვლევა და არის კიდევ კიდევ ორი საეჭვო ნიმუში. ამის შესახებ გამყრელიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, კვლევის დასრულებას 4-5 დღე სჭირდება, ამიტომ ზუსტი პასუხი მომავალ კვირაში გახდება ცნობილი.

„გენომის სეკვენირება დაიწყო ერთზე და ორი არის კიდევ საეჭვო, სადაც ვეძებთ იმათ ნიმუშებს ხელმეორედ, ანუ იმ ადამიანების, ხელმეორედ უნდა იქნეს აღებული, რადგან პირველად ნიმუშში ეჭვი არის. აიღება ნიმუშები ხელმეორედ და კიდევ ორზე დაიწყება ეს კვლევა. ლუგარის ლაბორატორიის შესაბამის დეპარტამენტს უკვე აქვს დავალება მიღებული, რომ შესაბამისი პროტოკოლი გაკეთდეს, რანდომულად რომელ ჯგუფებზე ჩატარდეს ეს კვლევები, რადგან ეს გენომის სეკვნირება არ არის ყოველდღიური კვლევა და საკმაოდ ძვირი სიამოვნებაცაა, როდესაც გენს მთლიანად შიფრავ”,- განაცხადა მან.

ახალი შტამის დადასტურების შემთხვევაში ჯანდაცვის სექტორის მზაობასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას გამყრელიძემ უპასუხა, რომ  როგორც კი ახალი შტამის შესახებ ინფორმაცია დადასტურდა, საკოორდინაციო საბჭომ მეორე დღესვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბრიტანეთიდან მომავალი ადამაინები ან ვისაც ბოლო 2 კვირის განმავლობაში ჰქონდა ბრიტანეთში მოგზაურობის ისტორია ისინი ექვეუმდებარებიან სავალდებული 2 კვირიან კარანტინს.

„ერთადერთი შეჩერების და გავრცელების შფერხების გარანტი არის ისევ და ისევ გარკვეული შემზღუდველი ღონისძიება იმ ადამიანების მიმართ, ვინც იმყოფებოდნენ იმ რეგიონებში, სადაც დღეს ამ ვირუსის ფართო გავრცელბაა და ეს გახლავთ ბრიტანეტი ამ ეტაპზე“,- განაცხადა გამყრელიძემ.