საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრე 3,2 (ML) მაგნიტუდას შეადგენდა. პირველადი ინფორმაცია „დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის – სეისმური მონიტორინგის ეროვნულმა ცენტრმა“ ცოტა ხნის წინ გაავრცელა.
ამავე ცენტრის ინფორმაციით, მიწიძვრის ეპიცენტრი თბილისიდან 57კმ-ში, დმანისის რაიონის, სოფელ მამიშლარში იყო.
სოფელ მამიშლარში მიწისძვრა გუშინაც დაფიქსირდა, თბილისის დროით 17:27 საათზე ბიძგების სიძლიერე 3,0 (ML) მაგნიტუდას შეადგენდა.