ბათუმში, მშენებლობიდან მუშა ჩამოვარდა და გარდაიცვალა

პუბლიკა

ბათუმში, ანგისის დასახლებაში, ერთ-ერთი მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა და გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს.

აღნიშნული მუხლი, სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.