პარლამენტის შენობის წინ აქტივისტებმა კარვები გაშალეს. დღეს 3 საათისთვის ოპოზიციამ მთავრობის ადმინისტრაციის წინ აქცია გამართა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლეს.
დღესვე დაანონსდა მომდევნო აქციაც – 26 თებერვალს, 3 საათზე ოპოზიცია აქცია-მსვლელობას გეგმავს. მათი თქმით, მოითხოვენ პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და რიგგარეშე არჩევნებს.
პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ამ დილით სპეცრაზმი მივიდა. ისინი ძალის გამოყენებით შევიდნენ შენობაში და პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია დააკავეს.