გომის მთისკენ ავტომობილით ეკიპაჟი ვეღარ გადაადგილდება, ვერტმფრენის ჩართვაც ვერ ხერხდება - საგანგებო

პუბლიკა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გომის მთაზე მიმდინარე სამაშველო ოპერაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„მეხანძრე-მაშველთა 10-კაციანი ჯგუფი უკვე რვა საათია გომის მთისკენ, ორმეტრიანი სიმაღლის თოვლში სამაშველო ოპერაციაშია ჩართული.

ნალექის სიმაღლის გამო ავტომობილით ეკიპაჟი ვეღარ გადაადგილდება. ამ დროისთვის მძიმე ტექნიკა კვალავს გზას, ხოლო მეხანძრე-მაშველები ფეხით გადაადგილდებიან დანიშნულების ადგილისკენ.

სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენის ჩართვა მეტეოროლოგიური პირობების გამო ვერ ხერხდება. ადგილზე ძლიერი ქარბუქია და მხედველობა არ არის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ გომის მთაზე უამინდობის გამო ერთი მოქალაქე გაიყინა, ხოლო მისი თანმხლები სამი პირი ვეღარ ახერხებდა გადაადგილებას“, – ნათქვამია განცხადებაში.