„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის“ ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, მსუბუქი გართულებები ახასიათებს ყველა ვაქცინას, მათ შორის Pfizer-ს, Moderna-ს და სხვ. მისი თქმით, ეს გართულებებია ტემპერატურის მომატება 38.5 გრადუსამდე, იშვიათად – 40 გრადუსამდე; სახსრების და კუნთების ტკივილი, ინექციის ადგილის სიწითლე, ტკივილი, სისუსტე, დაღლილობის შემთხვევა. მისი თქმით, ეს აღინუსხება 40%-დან 60% შემხვევებში.
მისი თქმით, NCDC-ში ჩატარდა შიდა კვლევა აცრილ თანამშრომლებს შორის და დაახლოებით დაემთხვა ამ მონაცემებს. მისივე თქმით, მიდის შემთხვევითი შერჩევით კვლევა, ურეკავენ 4000 აცრილიდან 1000 ადამიანს და ინტერესდებიან გართულებებით.
გამყრელიძის თქმით, არ არსებობს პრაქტიკა, ვაქცინაციამდე ანტისხეულებზე გაიტესტოს ადამიანი. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ადამიანს თუ გადატანილი აქვს ვირუსი, მას აცრისგან საფრთხე არ ემუქრება. მისი თქმით, აცრის წინააღმდეგ ჩვენება მხოლოდ მწვავე კორონავრიუსია, როცა მას აქვს ტემპერატურა და სხვა სიმპტომები.
გამყრელიძემ თქვა, რომ როდესაც ადამიანი მიდის აცრაზე, იქ ხვდება „ჩეკლისტი“.
მისი ინფორმაციით, Pfizer-ის „ჩეკლისტს“ დაემატა ერთი შეკითხვა – „ფაიზერს ახასიათებს გარკვეული ადგილობრივი და არა სისტემური ანაფილაქსიური გართულებები იმ ადამიანებში, ვინც ხშირად ხმარობს ფილერს“.
„ვისაც ფილერები აქვს ხშირად ნახმარი, Pfizer-ის იმუნიზაციის შემდეგ შეიძლება ჰქონდეს ადგილობრივი გართულებები, რომელიც საჭიროებს შემდეგ მკუნალობას“, – თქვა მან.