ოზურგეთში ავტოავარიის შედეგად დედა დაიღუპა, მცირეწლოვანი ბავშვები დაშავდნენ

პუბლიკა

ოზურგეთში ავტოსაზგაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა ქალი, რომელიც მანქანაში მცირეწლოვან შვილებთან ერთად იმყოფებოდა.

„პუბლიკას“ შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამაინის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.