„მდგომარეობა სტაბილურია და იმყოფება ექიმების დაკვირვების ქვეშ“ | ხოშტარია კლინიკაში გადაიყვანეს

პუბლიკა

მოძრაობა „დროას“ დამფუძნებელი ელენე ხოშტარია კლინიკა „ნიუჰოსპიტალსში“ გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას“ კლინიკის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

„შემიძლია გითხრათ, რომ სტაბილურია მისი მდგომარეობა და იმყოფება ექიმების დაკვირვების ქვეშ. უტარდება შესაბამისი კვლევები და პროცედურები“, – განაცხადეს კლინიკის პრესსამსახურში.

რამდენიმე წუთის წინ ელენე ხოშტარიამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:

„დიდი მადლობა ყურადღებისთვის მეგობრებო. წნევამ ამიწია და კლინიკაში მოვხვდი მალე გამოვალ. კარგად ვარ უკვე“, – წერს ხოშტარია პირად გვერდზე.