გია გაჩეჩილაძე საზოგადობრივ მოძრაობას „აი იას“ აფუძნებს

პუბლიკა

გია გაჩეჩილაძე საზოგადოებრივ მოძრაობა  „აი იას“ აფუძნებს. მისი თქმით, შეიქმნება ახალი ძალა. გაჩეჩილაძემ აღნიშნა, რომ მისი პარტიად გარდაქმნა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განვითარდება მოვლენები.

„პირველ რიგში უნდა შევქმნათ საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელსაც ერქმევა „აი ია“. ეს მოძრაობა ძალიან მალე დაფუძნდება. შემდეგ, ამ ხალხთან ერთად, ხალხის კარნახით შევქმნათ ახალი ძალა.

ეს არის ჩემი ნაფიქრი და ვნახავთ, ამას რამდენად შევძლებთ. ეს ძალიან ძნელია ამ მოცემულობაში, ერთი პატარა სტუდიიდან, ამ ტელევიზიიდან, რომელსაც არც ფინანსები გააჩნია და არც არანაირი შესაძლებლობა, ვინაიდან იცით, პოლიტიკას როგორი რესურსები სჭირდება ყველა მხრიდან, მაგრამ რავიცი.

ვერანაირ მომავალს ვხედავთ და ქვეყანა ერთ ადგილას არის გაყინული. ვფიქრობ, რომ ეს არის საზოგადოებრივი კრიზისი და ასე თუ გაგრძელდა, არავითარი პერსპექტივა და მომავალი არ ექნება ჩვენს ქვეყანას“, – აცხადებს გია გაჩეჩილაძე.


დღეს ევროპის მოედანზე, მომღერალი გია გაჩეჩილაძის (უცნობი) ორგანიზებით, „მდუმარე აქცია“ გაიმართა.  ადგილზე შეკრებილები ევროპის მოედნიდან მსვლელობით საპატრიარქოსთან გადაინაცვლეს. საბოლოოდ კი ღონისძიება „დედაენის ბაღში” დასრულდა.

გია გაჩეჩილაძემ იქ შეკრებილებს მიმართა, რომ ეს არის „ინტელექტუალური პროტესტი“.