აკრძალული სოციალური ღონისძიებების გამართვისათვის სალოსის ქუჩაზე ერთ-ერთ ობიექტს საქმიანობა შეუჩერდა - ფერაძე

პუბლიკა

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის ბექა ფერაძის განაცხადებით, შრომის ინსპექციამ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ფართომასშტაბიანი სოციალური ღონისძიების გამართვისთვის ფიზიკური და იურიდიული პირები დააჯარიმა.

კერძოდ, მისი ინფორმაციით, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ფართში სისტემატურად, ბოლო დღეების განმავლობაში იმართებოდა ფართომასშტაბიანი სოციალური ღონისძიება რეგულაციების უხეში დარღვევით.

„როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ შეიცვალა კანონმდებლობა და დადგენილებით გახდა აკრძალული ფართის გადაცემა სოციალური ღონისძიების, ფართომასშტაბიანი გასართობი ღონისძიების ორგანიზებისთვის. შესაბამისად, როცა ჩვენ პრეცენდენტულად გამოვავლინეთ მას შემდგომ აღნიშნული ფაქტი და გვქონდა ინფორმაცია, რომ აღნიშნულ ფართზე იმართებოდა სოციალური ღონისძიება, პრევენციულად 10 აპრილის დილიდან დაიწყო გაფრთხილება აღნიშნული ფართის მესაკუთრის, ისევე როგორც მოიჯარის და ქვემოიჯარის მიმართ, სადაც ვახდენდით მოწოდებას, რომ ეს იყო კანონდებლობით აკრძალული საქმიანობა და შესაბმისად, მოჰყვებოდა სამართლებრივი რეაგირება, ამის მიუხედავად, გუშინ გვიან ღამით დაიწყო აღნიშნული ღონისძიების ორგანიზება და საზოგადოებამ ნახა მასშტაბი ამ ღონისძიების თუ რაოდენ დიდი მასშტაბით ხდებოდა რეგულაციების დარღვევა.

ფაქტობრივად, რამდენიმე ასეული ადამიანი ერთ კონკრეტულ სივრცეში ახდენდა ყოველგვარი რეგულაციების დარღვევით ღონისძიების გამართვას და რაც ამ შემთხვევაში პრეცენდენტული არის, შრომის ინსპექციამ გამოიყენა სანქცია და ერთი სამართალდარღვევისთვის, ვინაიდან მივიჩნიეთ, რომ ეს არის წინასწარ განზრახული სამართლადღვევის სქემა, სადაც მეიჯარის, მოიჯარის და სუბიექტების სიმრავლით ჰქონდათ მიზანი, რომ შეენიღბათ ეს ღონისძიება, სამივე მათგანის მიმართ იქნა სანქცია გამოყენებული. ფიზიკური პირის მიმართ იყო 2000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისთვის 10 000 ლარის ოდენობით, რამაც ჯამში შეადგინა 22 000 ლარი,“- განაცხადა ფერაძემ.