QUIZ | რამდენად კარგად გახსოვთ სერიალი „დაკარგულები“

0%

რომელ პერსონაჟს სთხოვს დახმარებასა და ჭრილობის გაკერვას ჯეკი თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ?

სწორია! არასწორია!

პირველი შეყვარებულისაგან ნაჩუქარ რომელ ნივთს დაეძებს ბანკის საცავში შეჭრილი ქეითი, რომელიც ყველას მძარცველი ჰგონია, მაგრამ ერთ დოლარსაც კი არ ახლებს ხელს?

სწორია! არასწორია!

ავიაკატასტროფიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ზღვაში მოცურავე ჯოანა დახმარებას ითხოვდა, რადგან ტალღამ გაიტაცა. რომელი პერსონაჟი აღმოჩნდა ის პირველი მხსნელი, რომელიც წყალში გადაეშვა მის გადასარჩენად?

სწორია! არასწორია!

რა შეარქვა ზედმეტსახელების დიდოსტატმა, სოიერმა, კუნძულზე მოხვედრილ სანსა და საიდს?

სწორია! არასწორია!

კუნძულის ჯუნგლებში შესული ქეითი ხედავს არსებას, რომელიც ძლიერ აშინებს, რადგან საკუთარი მძიმე წარსულის განსახიერებად ეჩვენება. რა არსება აფრთხობს ასე?

სწორია! არასწორია!

დაასახელეთ პერსონაჟი, რომელმაც ყველას დაასწრო ჯუნგლების შუაგულში ნაპოვნ, იდუმალებით მოცულ ბუნკერში ჩასვლა

სწორია! არასწორია!

ჩარლის მუსიკოსობის გამო დასცინოდა მამა, მოუწოდებდა, უარი ეთქვა ხელოვანის კარიერაზე და მის კვალს გაჰყოლოდა. რას საქმიანობდა ეს პერსონაჟი?

სწორია! არასწორია!

დაასახელეთ ის გმირები, პირველივე სერიაში რომ იპოვეს გულაწასული პილოტი და გაექცნენ შავი კვამლის მონსტრს

სწორია! არასწორია!

ვინ გადაუთარგმნა სხვებს უცნობი ფრანგი ქალის SOS შეტყობინება, რომელიც ფრანგულ ენაზე იყო ჩაწერილი, რამდენი წლის განმავლობაში ტრიალებდა უწყვეტად ჩანაწერი კუნძულზე და რა ერქვა იდუმალებით მოცულ ამ ქალს?

სწორია! არასწორია!

ჩამოთვლილთაგან რომელი პერსონაჟები ისხდნენ მძიმედ დაშავებული ბუნის სასთუმალთან და უკანასკნელ წამამდე ცდილობდნენ მისი ტკივილის დაამებას?

სწორია! არასწორია!

რა ერქვა კაცს, რომელიც ქეითმა ცოცხლად დაწვა და ვინ იყო ის მისთვის?

სწორია! არასწორია!

ვინ დაასმინა სახლიდან გაქცეული ქეითი დანაშაულის ჩადენისთანავე?

სწორია! არასწორია!

რა ეწერა თითებზე შემოხვეულ ნაჭრებზე ჩარლის?

სწორია! არასწორია!

ვის სახელს ლუღლუღებდა თვითმფრინავის ჩამოვარდნისას დაშავებული ბუნი, როცა სასიკვდილო სარეცელზე იწვა?

სწორია! არასწორია!

ლოკის თქმით, რომელი მწერლის შურდა ყველაზე მეტად ჰემინგუეის?

სწორია! არასწორია!

ლოკი ბუნს მოუთხრობს იმ გამოჩენილი იტალიელი ხელოვანის შესახებ, რომელსაც ბავშვობაში მამა სცემდა, რადგან არ ესმოდა, რატომ იტაცებდა მის შვილს ფერწერა და სკულპტურების ცქერა. ვინ იყო ეს ხელოვანი?

სწორია! არასწორია!

რომელი მწერლის რომელი ნაწარმოები მისცა ლოკმა დატყვევებულ ბენს წასაკითხად?

სწორია! არასწორია!

კუნძულის მცველმა ძირფესვიანად შეცვალა კუნძულზე მოხვედრილი ყველა კანდიდატის ცხოვრება, შეადგინა ამომწურავი სია, სერიალის ბოლოს კი სხვას გადაულოცა თავისი ფუნქცია. ვინ იყო ეს პერსონაჟი და ვინ დანიშნა თავის შემცვლელად?

სწორია! არასწორია!

როგორ იხსნა დაპატიმრებული ქეითი კუნძულის მცველმა?

სწორია! არასწორია!

როცა საბედისწერო ბრძოლა გაჩაღდა კუნძულის ახალ მცველსა და ჯონ ლოკის სხეულში ჩასახლებულ მონსტრს შორის, ამ უკანასკნელმა ლამის ყელი გამოსჭრა მეტოქეს, თუმცა, ერთმა პერსონაჟმა ტყვია დაახალა აბსოლუტური ბოროტების განსახიერებას (შავ კვამლს), გადაწყვიტა ეპიკური შერკინების მონაწილეთა ბედი და ეს სიტყვები წარმოთქვა: ,,ტყვია შემოგინახე!“ ვინ იყო ეს გმირი?

სწორია! არასწორია!

QUIZ | რამდენად კარგად გახსოვთ სერიალი „დაკარგულები“
საუკეთესო შედეგი!

მიუხედავდ იმისა, რომ სერიალი 11 წლის წინ დასრულდა, თქვენ „დაკარგულების“ ერთგულ მაყურებელად დარჩით.
კარგი შედეგია

შეიძლება, სერიალი დიდი ხანია აღარ გინახავთ, მაგრამ დეტალებზე ყურადღებას მუდმივად ამახვილებდით. ვინ იცის, რამდენჯერ შეგივსიათ ლოტოს ბილეთი ამ რიცხვებით...
უკეთაც შეიძლებოდა

„დაკარგულები“, ალბათ, დიდი ხანია აღარ გინახავთ, მაგრამ თუ სერიალს გადაიმეორებთ, ბევრ საინტერესო დეტალს აღმოაჩენთ.
წარუმატებელი რეისი

თუ სერიალს ყურადღებით ნახავთ, ბევრ საინტერესო დეტალს აღმოაჩენთ

შედეგის გაზიარება: