ხატია დეკანოიძე გოგი წულაიას საქმეზე ოპოზიციის ერთობლივ განცხადებას ემიჯნება

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე Facebook-ზე პოსტს აქვეყნებს და ამბობს, რომ ემიჯნება ოპოზიციური პარტიების ერთობლივ განცხადებას, სადაც საუბარია გოგი წულაიას საქმესა და „TV პირველის“ ჩანაწერებზე.

„როგორც პარტიის წევრი ინდივიდუალურად ვემიჯნები ამ განცხადებას“, – აღნიშნავს ხატია დეკანოიძე.

როგორც პარტიის წევრი ინდივიდუალურად ვემიჯნები ამ განცხადებას.

Posted by Khatia Dekanoidze on Thursday, April 22, 2021


ოპოზიციური პარტიები ერთობლივ განცხადებაში აღნიშნავენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის, ბერა ივანიშვილისა და ანზორ ჩუბინიძის „ტვ პირველის“ ჩანაწერების გამოქვეყნებას მოსდევს გოგი წულაიას დაპატიმრება, „რომელმაც ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ, საჯაროდ სიმბოლური სახით გამოუცხადა სოლიდარობა მათ ვინც ბერას კრიტიკის გამო დაისაჯა“.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი ძალიან სერიოზულად უდგებიან ნებისმიერ ბრალდებას ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ.

„ამ განცხადებით არ ვაპირებთ ავტომატურად ეჭვქვეშ დავაყენოთ მომჩივანის მიერ გამოთქმული ბრალდებები, მაგრამ ის ფაქტი რომ პროკურატურის მოთხოვნით და მორჩილი სასამართლოს დასტურით, გოგი წულაიას აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა როცა ანალოგიური ბრალდებების დროს პრაქტიკულად არასდროს აღმკვეთი ღონისძიების ეს ფორმა არ გამოიყენება, უდავოდ მიუთითებს შერჩევით სამართალსა და ხელისუფლების პოლიტიკურ მოტივზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.