„აქ არ გაჩერდეთ, პარლამენტის წინ ივაჭრეთო“ - გარემოვაჭრეების პროტესტი

პუბლიკა

რამდენიმე საათის წინ რესპუბლიკის მოედანზე, საახალწლო ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეებთან თბილისის მერიის წარმომადგენლები მივიდნენ და პარლამენტის წინ გადანაცვლება მოსთხოვეს. მერიის წარმომადგენლების მოთხოვნას გარემოვაჭრეების პროტესტი მოჰყვა.

გარემოვაჭრეები ამბობენ, მათ ჰქონდათ ვაჭრობის  ნებართვა ერთი კვირა,  13 იანვრამდე. თუმცა დღეს უთხრეს, რომ პარლამენტის წინ უნდა გადაინაცვლონ.

„მოვიდნენ, აქედან უნდა გადახვიდეთ და პარლამენტთან ივაჭრეთო. იქ როგორ მივიდე შვილმკვდარი მამაა, მე იქ ვერ მივალ და ვივაჭრებ,”- ამბობს ერთ-ერთი გარემოვაჭრე ჟურნალისტებთან.

გარემოვაჭრეები რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ. მათი თქმით, თუ მერია გადაწყვეტილებას არ შეცვლის ხვალ ქციას გამართავენ.