უმწეო მდგომარეობაში მყოფის გაუპატიურებისთვის პირს 7 წლით პატიმრობა მიესაჯა

პუბლიკა

პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის გაუპატიურებაში ბრალდებული კ. ქ. დამნაშავედ ცნო. ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

„სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 12 აგვისტოს, თბილისში, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ტყეში კ.ქ.-მ უმწეო მდგომარეობაში მყოფი ა.კ. გააუპატიურა”. – აცხადებს პროკურატურა.

სამართალდამცველებმა კ.ქ. 2020 წლის 12 აგვისტოს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება, ჩადენილი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით) წარედგინა, რომელიც 6-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.