სასულიერო პირს, რომელსაც ყოფილი მეუღლე მუქარაში ადანაშაულებს, ბრალი წარედგინა

პუბლიკა

სასულიერო პირს, ლაშა ჩიქოვანს, რომელსაც ყოფილი მეუღლე ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარაში ადანაშაულებს, ბრალი წარედგინა.

როგორც „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სასულიერო პირს ნინო გორგოშიძის მიმართ შესაძლო მუქარის ფაქტზე ბრალი ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის მუხლით წარედგინა, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით სამ წლამდე.

ნინო გორგოშიძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ის ყოფილ მეუღლეს – სასულიერო პირს ძალადობაში ადანაშაულებს. როგორც ნინო გორგოშიძე ვიდეოში ამბობს, ყოფილი ქმრის წინააღმდეგ 10-ზე მეტი შემაკავებელი ორდერია გამოწერილი, თუმცა მუქარას ისევ განიცდის და დახმარებას ითხოვს.