პარლამენტის თავჯდომარეს, კახა კუჭავას, დღეს აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი და ევროკავშირის წარმომადგენელი კარლ ჰარცელი შეხვდნენ. ამერიკელმა და ევროპელმა დიპლომატებმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განცხადებები სასამართლო რეფორმის შესახებ გააკეთეს.
„პირველი და მეორე ტალღის დროს სასამართლო რეფორმაზე პროგრესი შევნიშნეთ. მიმდინარეობს მოლპარაკებები სისტემის გაუმჯობესებაზე. ეს დროს მოითხივს, რადგან ეს არის პროცესი. უნდა გაგრძლდეს ამ პროცესის მხარდაჭერა, რომ სასამართლო სისტემა უფრო დამოუკდებელი იყოს. ეს ყველაფერი ინკლუზიური დებატების შედეგად იქნება. იმედი გვაქვს საბჭო არჩევის პროცესს გადადებს, რომ ამ რეფორმისთვის საჭირო დრო იყოს,“- განაცხადა ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა.
„19 აპრილის შეთანხმება, რომელიც მოიცავს რეფორმებს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სასამართლოს, ვფიქრობ, რომ წინ გადადგმული ნაბიჯია, რომელიც მხარეებს შორის დიალოგით იქნა მიღწეული, მოხარული ვარ, რომ მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შექმნა შესაძლებელი გახდა, ახლა მთავარია მოსამართლეების არჩევა და მათი დანიშვნა იყოს იმ ფორმით, რომელიც აღიარებულია საერთაშორისო სამართლის პრინციპებით. პროცესი ამჟამად ღიად და გამჭვირვალედ მიმდინარეობს,“-აცხადებს კელი დეგნანი.