დღევანდელი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდგომ გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ 3-დან 12 მაისის ჩათვლით, შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა.
„4-11 მაისი საქართველოში გამოცხადებულია უქმე დღეებად, რაც მობილობის შემცირებას ისახავს მიზნად, აქედან გამომდინარე, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 3-დან 12 მაისის ჩათვლით, შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა“, – განაცხადეს დღევანდელ ბრიფინგზე.
შეზღუდვა არ ეხება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობას.