ენმ-ს პოლიტსაბჭომ პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატებად ნიკა მელია და ლევან ვარშალომიძე წარადგინა

პუბლიკა

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა. პარტიის წევრმა ზაალ უდუმაშვილმა „TV პირველთან“ განაცხადა, რომ სხდომაზე იმსჯელეს პარტიის მომავალი თავმჯდომარის არჩევის წესზე.

მისი თქმით, დღევანდელ სხდომაზე ფარული კენჭისყრით გამოიკვეთა პარტიის თავმჯდომარეობის 2 კანდიდატი – ნიკა მელია და ლევან ვარშალომიძე.

„ალბათ პირველად ჩვენი პარტიის ისტორიაში მოხდება პარტიის თავმჯდომარის ყველაზე გამჭვირვალე არჩევა, ელექტრონულად მოხდება პარტიის თავმჯდომარის არჩევა. 10 ათასობით მხარდამჭერს და ჩვენს პარტიის წევრს საშუალება ექნება მიიღოს ამ არჩევნებში მონაწილეობა და თავად განსაზღვროს ვინ იქნება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მომავალი თავმჯდომარე, “- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.