ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე მეწყრული ზონა გამოვლინდა, დილამდე ავტომობილების მოძრაობა შეიზღუდება - მერია

პუბლიკა

თბილისის მერიის ინფორმაციით, ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე მეწყრული ზონა გამოვლინდა, რის გამოც, პრევენციისთვის დღეს, 25 მარტის 21:00-დან დილის 26 მარტის 08:00-მდე გადაადგილება შეიზღუდება.

„თბილისის მერიის მიერ, ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე, ბაგებისა და კაკლების დასახლების გადასახვევამდე მონაკვეთში მეწყრული ზონა გამოვლინდა, რის გამოც საჭირო გახდა პრევენციული ზომების მიღება.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, უსაფრთხოების მიზნით, მიმდინარე წლის 25 მარტის 21:00 საათიდან, 26 მარტის 08:00 საათამდე, ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე, ბაგებისა და კაკლების დასახლების გადასახვევამდე მონაკვეთში ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!“, – წერია მერიის განცხადებაში.