აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აიოვას შტატში რესპუბლიკელების შიდაპარტიულ კენჭისყრაში გაიმარჯვა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
აიოვას შტატმა პირველმა ჩაატარა კანდიდატის კენჭისყრა, რომელმაც რესპუბლიკური პარტიიდან შემოდგომის არჩევნებში უნდა მიიღოს მონაწილეობა.
ხმების 99%-ის დათვლის შედეგად, ტრამპს მხარი შტატის რესპუბლიკელი ამომრჩევლის 51%-მა დაუჭირა. მეორე ადგილზეა ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისი ხმათა 21.2%-ით, ხოლო სამხრეთ კაროლინის ყოფილი გუბერნატორი ნიკი ჰეილი მესამე ადგილზეა ხმათა 19,1%-ით.
„თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ჩემთვის ეს ძალიან დიდი პატივია. ნამდვილად დიდი პატივია, რომ ამხელა კონკურენციაში მე გავიმარჯვე. ეს არის შესანიშნავი გრძნობა”, – განაცხადა ტრამპმა.
გამარჯვების შედეგად რესპუბლიკური პარტიის საერთო ყრილობაზე, სადაც საპრეზიდენტო კანდიდატს აირჩევენ, ტრამპს 20 დელეგატი ეყოლება. აიოვას შტატი ყრილობაზე 40 დელეგატით იქნება წარმოდგენილი.